გოგა ხაჩიძე - "მაინტერესებს, ეს საფრანგეთის საელჩოს ოფიციალური პოზიციაა, თუ ერთ-ერთი თანამშრომლის?!"

გოგა ხაჩიძე - "მაინტერესებს, ეს საფრანგეთის საელჩოს ოფიციალური პოზიციაა, თუ ერთ-ერთი თანამშრომლის?!"

უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე თეა წულუკიანის იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებით საფრანგეთის საელჩოს განცხადებას "ფეისბუქით" ეხმაურება.

"რა არის ეს?!... რას გვიხსნის საფრანგეთის საელჩო?!... გაეროსაც ხომ არ მიეღო რაიმე რეზოლუცია?!

მაინტერესებს, ეს საფრანგეთის საელჩოს ოფიციალური პოზიციაა, თუ ერთ-ერთი თანამშრომლის?!

გვაჩვენოს ქ-მა თეა წულუკიანმა დიპლომი და ნათელი გახდება, აქვს თუ არა უმაღლესი იურიდიული განათლება.

კანონიერი ქურდები რას ფიქრობენ თეა წულუკიანის იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებით, ბარემ, ეგეც გაგვაგებინეთ და საკითხი "მოყომარებულია".

დიპლომი წარმოადგინეთ ქ-ნო თეა, სადაც გასაგებად ეწერება, რომ თქვენ მოგენიჭათ იურისტის კვალიფიკაცია.

არ სჭირდება ამას ალასანიას, მარგველაშვილის და თუნდაც საელჩოს თანამშრომლის დამატებითი კომენტარები და პირადი მოსაზრებებით "გაპრავება"!", - წერს ხაჩიძე.

როგორც საქართველოში საფრანგეთის საელჩოს პრესატაშემ, ქსავიერ როუარდმა დღეს განაცხადა, საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლის (ENA) დიპლომირებულ პირს აქვს იურიდიული განათლება.

მისივე განმარტებით, ამის დამადასტურებელი საუკეთესო მაგალითი ის არის, რომ ENA -ს საუკეთესო კურსდამთავრებულები მუშაობენ საფრანგეთის სახელმწიფო საბჭოში, რომელიც ადმინისტრაციული მართლმსაჯულების უმაღლესი ორგანოა.

წულუკიანის განთლებასთან დაკავავშირებით ბოლო პერიოდში ოპოზიციის მხრიდან გაკეთდა განცხადებები, რომ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს არ აქვს იურიდიული განათლება და, შესაბამისად - უფლება, იყოს იუსტიციის მინისტრი.

გარდა ამისა, იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებით სიუჟეტი მოამზადა "საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც". სიუჟეტის თანახმად, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანიას თსუ-ს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი დალი კანდელაკი უდასტურებს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს