რა მოხდა ქსნის №15 ციხეში?

რა მოხდა ქსნის №15 ციხეში?

ქსნის №15 დაწესებულების სამეურნეო ნაწილის პატიმრებმა ბლაგვი საგნით თვითდაზიანება მიიყენეს, ისინი ქსნის №15 ციხის ყოფილი დირექტორის, ნუკრი ხუხუას გათავისუფლებას აპროტესტებენ - ამის შესახებ ინფორმაცია "გურია ნიუსმა" გამოაქვეყნა. პატიმრები "გურია ნიუსს" ღამის 3 საათზე დაუკავშირდნენ და ციხეში ჟურნალისტების შესვლას ითხოვდნენ. პატიმრების ინფორმაციით, თვითდაზიანებების მიყენების შემდეგომ მათთან შევიდა 2 ადამიანი, რომლებმაც თავი მონიტორინგის ჯგუფის წევრებად გააცნეს. პატიმრების თხოვნაზე, რომ  სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები მაია ხასია და ლალი მოროშკინა მისულიყვნენ საპყრობილეში, მათგან უხამსი პასუხი მიიღეს.

"გურია ნიუსს" პატიმრები ღამის 5 საათამდე უკავშირდებოდნენ და ვითარების ადგილზე გაცნობას ითხოვდნენ, რადგან ციხეში ჟურნალისტების შესვლა არ შეიძლება, ამიტომ პატიმრების მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადასამოწმებლად "გურია ნიუსი" სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილთან დაკავშირებას შეეცადა.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა