ოზურგეთში საკადრო ცვლილებები გრძელდება

ოზურგეთში საკადრო ცვლილებები გრძელდება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კოტე შარაშენიძე საკადრო ცვლილებებს აგრძელებს, თუმცა ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ ვაკანტურ ადგილებზე დანიშნული არავინ არის. გამგებლის უარყოფის პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამგებლის მხოლოდ მესამე მოადგილის ადგილია ვაკანტური, დანარჩენ თანამდებობებზე დასანიშნი კანდიდატები ცნობილია. მათგან ზოგი ოფიციალურად უკვე დაინიშნა, ნაწილი კი უახლოეს მომავალში დაინიშნება.

გამგებლის მოადგილედ სოფლის განვითარების დარგში კოტე სარიშვილი 1 მარტს დაინიშნა. ამ დღესვე მოხდა ზედამხედველობის სამსახურის უფროსად გელა ჭანუყვაძის დროებით დანიშვნა, რადგან უახლოეს პერიოდში მისი გამგებლის მოადგილედ გადაყვანა იგეგმება. გელა ჭანუყვაძე "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, დავით დარჩიას მეგობარია. როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე სწორედ კოტე შარაშენიძე და პრემიერ-მინისტრის მეგობარი დარჩია წყვეტენ საკადრო პოლიტიკას ოზურგეთში.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა