თელავის ბავშვთა სახლი იხურება

თელავის ბავშვთა სახლი იხურება

თელავის ბავშვთა სახლი მალე დაიხურება. ამის შესახებ ინფორმაციას თელავის ბავშვთა სახლის დირექტორი ნანა ხეცოშვილიც ადასტურებს და აცხადებს, რომ დაწესებულების დაკეტვის მიზეზი აღსაზრდელების მცირე რაოდენობა გახდა. მისი თქმით, ბავშვებს ალტერნატიულ საცხოვრებლებს სთავაზობენ, დაკეტვამდე კი ბავშვთა სახლი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

"1 წელია, რაც ჩარიცხვა აიკრძალა და ბავშვებს აღარ ვიღებთ. ამჟამად აქ 17 ბავშვი და 30 თანამშრომელია. უახლოეს წარსულში 90-ზე მეტი ბავშვი იყო, მათი რაოდენობის შემცირება გამოიწვია სახელმწიფო პოლიტიკამ. ისინი ამბობენ, რომ ბავშვთა სახლები უნდა დაიკეტოს და ბავშვებს ალტერნატიულ ვარიანტებს სთავაზობენ. ისინი უნდა დაბრუნდნენ ბიოლოგიურ ოჯახში, თუ იქ უსაფრთხო გარემოა ან ოჯახებმა უნდა იშვილონ, ან უნდა გადავიდეს მცირე საოჯახო ტიპის სახლში. შეიძლებოდა, პარალელურ რეჟიმში ყოფილიყო დღის ცენტრი, სადაც ბავშვები მიიღებდნენ მომსახურებას და საღამოს მშობლებთან გაატარებდნენ, არ იქნებოდნენ მშიერი და მიიღებდნენ ცოდნას, მაგრამ, რადგან პოლიტიკა ასეთია, ამას ჩვენ აღარ გვეკითხებიან. თელავის ბავშვთა სახლის დახურვის ზუსტი თარიღი დადგენილი არ არის, მაგრამ, სავარაუდოდ, ამ სასწავლო წლის ბოლოს, ივნისში დაიხურება", - აცხადებს ნანა ხეცოშვილი.

სრული ვერსია

"კახეთის ხმა"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა