ცრუ მოწმე და ციხეში უსამართლოდ გატარებული წლები

ცრუ მოწმე და ციხეში უსამართლოდ გატარებული წლები

აბაშის შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილების ყოფილმა გამომძიებელმა, ზვიად ცომაიამ გენერალური ინსპექციის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა და სამართლიანობის აღდგენას მოითხოვს. ზვიად ცომაია ვინმე ბენორ თოფურიასგან ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს და ციხეში 3 წელზე მეტი გაატარა. ცომაია ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა და უსამართლოდ, სისტემიდან ჩამოშორების მიზნით დააკავეს. ყოფილი გამომძიებელის უდანაშაულობას ამტკიცებს და ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე საუბრობს თავად ბენორ თოფურიაც.

"ჩემს წარმოებაში არსებულ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე ჩემი სამართლიანი პოზიცია და მაშინდელი პროკურორის პოზიცია აცდა ერთმანეთს, ამის გამო მე მათთვის გავხდი მოსაშორებელი პიროვნება. საქმეში ფიგურირებდა დისკი, რომელზეც ვითომდა ასახული იყო ქრთამის აღების ფაქტი. როცა გამოვედი, მოვითხოვე აღნიშნული დისკი. აღმოჩნდა, რომ დისკი, რომლის საფუძველზეც ამდენი წელი უსამართლოდ გავატარე ციხეში, ცარიელია"- ამბობს ზვიად ცომაია.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა