ირანში ყველაზე მეტი ცხვირის პლასტიკური ოპერაცია კეთდება

ირანში ყველაზე მეტი ცხვირის პლასტიკური ოპერაცია კეთდება

აღმოჩნდა, რომ მსოფლიოში ყველაზე მეტი ცხვირის პლასტიკური ოპერაცია ირანში კეთდება.

ირანელ გოგონებს სურთ, ჰოლივუდელ ლამაზმანებს დაემსგავსონ და პლასტიკურ ქირურგებს ადრეულ ასაკშიც კი სტუმრობენ. აქ შეიძლება 14 წლის გოგონაც კი შეგხვდეთ, რომელსაც ცხვირის ოპერაცია უკვე გაკეთებული აქვს.

ირანს ცხვირის ოპერაციების მსოფლიო დედაქალაქსაც კი უწოდებენ. ირანში 7-ჯერ მეტი პლასტიკური ოპერაცია კეთდება, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ირანულ გაზეთ Etemad-ში გამოქვეყნებულ სტატიაში მითითებულია, რომ ყოველწლიურად რინოპლასტიკას (ცხვირის ფორმისა და ზომის კორექცია) 200 000 ირანელი იკეთებს. გაზეთში ასევე წერია, რომ ირანში პლასტიკურ ოპერაციებს ზოგჯერ ლიცენზიის გარეშე აკეთებენ. თუმცა, ირანელები "ახალი სახისთვის" სიცოცხლეს საფრთხეში მაინც აგდებენ. ოფიციალური სტატისტიკით, ირანის დედაქალაქ თეირანში მხოლოდ 157 ლიცენზირებული პლასტიკური ქირურგია, დაახლოებით 7 000 ქირურგს ლიცენზია არ აქვს. ამის გამო პაციენტების დაახლოებით 30% შედეგით უკმაყოფილო რჩება.

მომზადებულია Etemad-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს