ბიძინა გუჯაბიძემ "ქართული ოცნების" აქტივისტს ფეხზე მანქანით გადაუარა?

ბიძინა გუჯაბიძემ "ქართული ოცნების" აქტივისტს ფეხზე მანქანით გადაუარა?

ადიგენის კულტურის სახლში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, "კონსერვატორმა" ბიძინა გუჯაბიძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა და მათთან ადიგენის მუნიციპალიტეტის პრობლემებზე ისაუბრა. გუჯაბიძის თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ადგილობრივები გაგებით ეკიდებიან და "ნაციონალების ეშმაკობებს" კარგად ხვდებიან. ის იმედოვნებს, რომ ადიგენის თვითმმართველობის ხელმძღვანელობას ეყოფა გამბედაობა და თანამდებობებს დატოვებენ.

შეხვედრის შემდეგ "ოცნების" აქტივისტების ნაწილმა მანქანების კოლონას გზა გადაუკეტა და გუჯაბიძესთან შეხვედრა ითხოვა. მათი მცდელობა ინციდენტით დასრულდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ ერთ-ერთმა მანქანამ აქტივისტ ქალბატონს ფეხზე გადაუარა. ინციდენტის მონაწილე მოქალაქის მიერ გადაღებულ ვიდეო მასალაში ჩანან მანქანასთან მისული ქალბატონები და შემდეგ ისმის ერთ-ერთი მათგანის ყვირილი. ვიდეოს ავტორის თქმით, კადრი ადიგენიდან საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ბიძინა გუჯაბიძის წასვლის პროცესშია გადაღებული, თუმცა ვის ეკუთვნის ავტომანქანა, ვინ არის ქალბატონი და რა მოხდა სინამდვილეში, ავტორი ვერ აკონკრეტებს.

"ზუსტად ვერ გეტყვით რა მოხდა, ბანკის ვალები ჰქონდა ერთ ქალბატონს და გუჯაბიძესთან შეკითხვის დასმა უნდოდა. ამ დროს მანქანამ ფეხზე გადაუარა. მე თვითონ მოვეხმარე და დაზარალებული მანქანაში ჩავსვი" - ამბობს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც პრესასთან ვინაობას არ ამხელს.

სრული ვერსია

იხილეთ ვიდეო

"სამხრეთის კარიბჭე"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა