იაძის მოადგილემ "ოცნების" აქტივისტი მარეხ ყამბეგაშვილთან გადაღებული ფოტოს გამო დასაჯა

იაძის მოადგილემ "ოცნების" აქტივისტი მარეხ ყამბეგაშვილთან გადაღებული ფოტოს გამო დასაჯა

კოალიცია "ქართული ოცნების" კასპის ორგანიზაციის აქტივისტი ირაკლი მელაძე კასპის გამგებლის მოადგილეს, დალი დავითაშვილს, მარეხ ყამბეგაშვილთან გადაღებული ფოტოს გამო, დასჯაში ადანაშაულებს. მისი თქმით, დალი დავითაშვილმა დაპირებულ სამსახურში მას შემდეგ აღარ მიიღო, როდესაც გამგებლის მოადგილემ სოციალურ ქსელში ირაკლი მელაძე მარეხ ყამბეგაშვილთან გადაღებულ ფოტოზე ნახა. ოლეგ იაძის მოადგილე დალი დავითაშვილი კი ირაკლი მელაძესთან ფოტოსურათის გამო დავას უარყოფს და აცხადებს, რომ დიდი ხნის განმავლობაში სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრის მიმართ მზრუნველობას იჩენდა.

"დალი დავითაშვილმა დაწვრილებით გამომკითხა, თუ რა ურთიერთობა მქონდა მარეხ ყამბეგაშვილთან. მე განუცხადე, რომ მასთან მხოლოდ ნაცნობობა მაკავშირებდა, როგორც თანაგუნდელთან. ყამბეგაშვილის პოპულარობის შემდეგ სურვილი გამიჩნდა, მასთან ფოტოსურათი გადამეღო, რომელიც შემდეგ სოციალურ ქსელში ავტვირთე. ოლეგ იაძის და მარეხ ყამბეგაშვილის დაპირისპირებაში არასდროს ჩავრეულვარ. მიუხედავად ამ სიტყვებისა, დავითაშვილმა კაბინეტის დატოვებისაკენ მიმითითა და განმიცხადა, რომ მის კაბინეტში აღარასდროს შევსულიყავი", - ამბობს ირაკლი მელაძე.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა