თელავის გამგეობიდან კიდევ ერთი ორსული გაათავისუფლეს

თელავის გამგეობიდან კიდევ ერთი ორსული გაათავისუფლეს

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან კიდევ ერთი ორსული, ნონა გომელაური გაათავისუფლეს. გომელაური 5 თვის ორსულია და თელავის ტერიტორიულ ორგანოში რწმუნებულის თანაშემწედ მუშაობდა. ის ამბობს, რომ განცხადება თავისი სურვილით არ დაუწერია.

ცენტრალური თელავის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ალიკა როსტიაშვილი აღიარებს, რომ ნონა გომელაურს სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა მან მოსთხოვა. "მეც მომთხოვეს და მეც მოვთხოვე, განცხადება დაეწერა, განცხადება თვითონ დაწერა და გამგეობის იურისტს გადავეცი", - განაცხადა რწმუნებულმა.

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა