ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე გუშინ საკუთარ გადაცემა "აქცენტებში" იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის სტუმრობას ეხმაურება:
"ცუდად ვარ - 14 წელია ჟურნალისტი ვარ და ამერიკის პრეზდენტით დაწყებული, კუკავათი დამთავრებული, ყველასგან ამიღია ინტერვიუ - მაგრამ ეს რაღაც სხვა იყო. ასე ადამიანი იქცეოდეს ეთერში და ეთერს მიღმა, ჯერ არ მინახავს - ოღონდ მართლა... შეგიძლიათ წარმოიდგინოთ როგორი იყო - ძალიან შეურაცხყოფილად იგძნო ხალხმა თავი", - წერს კვესიტაძე "ფეისბუქზე".
