ია ანთაძე - მოცეკვავეების გამოყენება პოლიტიკური ამოცანების გადასაწყვეტად, არ მგონია, ღირსებას მატებდეს ჩვენს ქვეყანას

ია ანთაძე - მოცეკვავეების გამოყენება პოლიტიკური ამოცანების გადასაწყვეტად, არ მგონია, ღირსებას მატებდეს ჩვენს ქვეყანას

ჟურნალისტი ია ანთაძე ვახო სანაიასთან ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის პროცესში ქართველი ხელოვანების ჩართულობას უკავშირდებოდა.

"გუშინ ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობების აღდგენაში ხელოვანი ხალხი უნდა ჩაერთოს. ჩემი აზრით, ამას ასჯერ ჯობია, თვითონ შეხვდეს პუტინს და პოლიტიკური დიალოგის გზით ცადოს მიზნის მიღწევა.

მოცეკვავეების გამოყენება პოლიტიკური ამოცანების გადასაწყვეტად, არ მგონია, ღირსებას მატებდეს ჩვენს ქვეყანას.

ცეკვამ კი არ უნდა გაუკვალოს გზა პოლიტიკურ მოლაპარაკებებს, არამედ, პირიქით, ღირსეულმა მოლაპარაკებებმა უნდა გაუხსნას გზა მოცეკვავეებს და სხვებს. არასწორი ათვლის წერტილიდან ვიწყებთ, ჩემი აზრით", - წერს ჟურნალისტი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს