ამერიკელმა მამაკაცმა ყოფილი საყვარელი სპერმის ქურდობაში დაადანაშაულა

ამერიკელმა მამაკაცმა ყოფილი საყვარელი სპერმის ქურდობაში დაადანაშაულა

ლუიზიანაში მცხოვრებმა ლეინ ჰარდინმა ყოფილი საყვარელი მისი სპერმის ქურდობაში დაადანაშაულა და მის და ანდროლოგიის კლინიკის წინააღმდეგ სასამართლოში საჩივარი შეიტანა. ლეინის განცხადებით, მისი სპერმა ყოფილმა საყვარელმა, ტობი დევალმა მისი თანხმობის გარეშე დასაფეხმძიმებლად გამოიყენა. ბავშვი ახლა ორი წლისაა, თუმცა ჰარდინმა მისი არსებობის შესახებ მხოლოდ ახლა გაიგო.

როგორც Huffington Post-ი წერს, ტეხასის შტატის სასამართლოში არსებულ დოკუმენტებში ნათქვამია, რომ დევალმა ჰარდინის სპერმა სპეციალური თანხმობის გარეშე დონორთა ცენტრიდან მოიპოვა. მამაკაცსა და დონორთა ცენტრს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში კი მკაფიოდაა ნათქვამი, რომ სპეციალური თანხმობის გარეშე ჰარდინის სპერმაზე ხელი მხოლოდ მის ძველ შეყვარებულს, კეტრინ ლებლანს მიუწვდება.

ამის მიუხედავად, ანდროლოგიის კლინიკამ დევალს მისი ყოფილი საყვარლის სპერმის კონტეინერი გადასცა. ხელოვნური განაყოფიერების შედეგად ჩაისახა ბავშვი, რომელიც უკვე ორი წლისაა. ახლა დევალს თავისუფლად შეუძლია მის ყოფილ საყვარელს ალიმენტის გადახდა მოსთხოვოს.

მომზადებულია Huffington Post-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს