ირაკლი ალასანია ახალქალაქში პარტიის ოფისს ხსნის

ირაკლი ალასანია ახალქალაქში პარტიის ოფისს ხსნის

პარტიამ "ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები" ახალქალაქში ხუთკაციანი საინიციატივო ჯგუფი შექმნა, 10 მარტს კი ოფისს ოფიციალურად გახსნის. "თავისუფალი დემოკრატების" ახალქალაქის ოფისის ხელმძღვანელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკას რწმუნებული მარტინ გაბრიელიანია. პარტიის ოფისში ამ ეტაპზე საორგანიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ახალქალაქში პარტია სოციალური, ეკონომიკური და ეროვნული საკითხების მოგვარების მიმართულებით იმუშავებს. მარტინ გაბრიელიანის თქმით, გახსნას პარტიის ხელმძღვანელი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაესწრება.

დილისკას რწმუნებული მარტინ გაბრიელიანი კითხვაზე თუ რატომ გადავიდა ალასანიას პარტიაში, ამბობს: "ნაციონალებში" არც ვიყავი, ხოლო ის, რატომ გავხდი "თავისუფალი დემოკრატების" წევრი, ჩემი პირადი საიდუმლოა".

სრული ვერსია

"სამხრეთის კარიბჭე"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა