უსახო გოგონას თვალებსა და ცხვირს დაუბრუნებენ

უსახო გოგონას თვალებსა და ცხვირს დაუბრუნებენ

ჩრდილოეთ კაროლინაში მცხოვრები 16 წლის თინეიჯერი კესიდი ჰუპერი თვალებისა და ცხვირის გარეშე დაიბადა.

გოგონას მალე ბოლო პლასტიკურ ოპერაციას გაუკეთებენ და ცხვირს აღუდგენენ. კესიდის ცხვირზე უკვე გაუკეთეს 3 ოპერაცია. ქირურგები ცხვირისთვის ძვალს თავის ქალადან ამოიღებენ. გოგონა ოპერაციას მოუთმენლად ელოდება, რადგანაც საკუთარი ცხვირით შეძლებს სუნთქვას და ყნოსვას.

თინეიჯერის დედა ამბობს, რომ ქალიშვილის მდგომარეობით ექიმები გაოცებულნი არიან, რადგან  მას მხოლოდ სახეზე აქვს პრობლემები, სხვა მხრივ კი სრულიად ჯანმრთელია.

"მისი ტვინი კარგად ფუნქციონირებს და ძვლები ნორმალურია. არასდროს უავადმყოფია", - ამბობს გოგონას დედა.

ექიმებს კესიდის დაავადების ზუსტი დიაგნოზის დასმა უჭირთ. ქირურგების ვარაუდით, საშვილოსნოში პირველი ორი კვირის განმავლობაში გოგონას სახე ვერ განვითარდა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს