ანი ნადარეიშვილი: "თუ აჟიოტაჟი ატეხეს, მაშინ რატომ გადადის ალასანია მაგ კაბინეტში?"

ანი ნადარეიშვილი: "თუ აჟიოტაჟი ატეხეს, მაშინ რატომ გადადის ალასანია მაგ კაბინეტში?"

ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი, ბაჩო ახალაიას სამუშაო აპარტამენტების გავრცელებულ ფოტოებზე კომენტარს აკეთებს.

"ალასანია გადადის მაგ კაბინეტში და თუ ასეთი აჟიოტაჟი ატეხეს (მაინც ვერ გავიგე რისთვის? ქართული წარმოების ავეჯისთვის? ესეც არ იყოს არმანი და პიერ კარდენის ავეჯი) მაშინ რატომ გადადის ამ კაბინეტში???? და კიდევ ერთი, სიცივეში და ზამთარში კარავში რომ ეძინა თვეობით ჯარისკაცებთან ერთად, იმას რატომ არავინ აღნიშნავს?" - დაწერა ანი ნადარეიშვილმა "ამბები.გე"-ს "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.

ფოტოები, რომელზეც ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას სამუშაო აპარტამენტებია აღბეჭდილი, სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" რამდენიმე საათის წინ გავრცელდა.

ასევე იხილეთ: ბაჩო ახალაიას აპარტამენტები და ძვირადღირებული ავტომობილები

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს