უძველესი მონეტა 508 000 აშშ დოლარად გაიყიდა

უძველესი მონეტა 508 000 აშშ დოლარად გაიყიდა

უცნობმა კერძო კოლექციონერმა გახვრეტილ დოლარში რეკორდული თანხა გადაიხადა. მონეტა 1813 წლით თარიღდება. გახვრეტილი მონეტა კოლექციონერმა 508 000 აშშ დოლარად იყიდა.

აუქციონის სახლის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ეს ისტორიული შემთხვევაა, ვინაიდან მსგავს ლოტში ასეთი თანხა ჯერ არავის გადაუხდია.

ჩვენს დრომდე მხოლოდ 300 მსგავსი ფულის ერთეულია შემონახული.

აღსანიშნავია, რომ ავსტრალიური და ესპანური დოლარის პირველი მონეტები ორი სახის იყო. ერთს შუაში ხვრელი ჰქონდა - ასეთი მონეტის ფასი 5 შილინგი იყო, ხოლო მეორეზე წრე იყო გამოსახული - მისი ფასი 1 შილინგი და 3 პენსი იყო.

მომზადებულია news.am-ის მიხედვით.

ასევე იხილეთ:

-ერთ ცენტიანი მონეტა 1,15 მლნ დოლარად გაყიდეს

-ლონდონში რომაული ბორდელების მონეტა აღმოაჩინეს

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს