უსინათლო ლაბრადორს ერთგული მეგობარი გადაადგილებაში ეხმარება

უსინათლო ლაბრადორს ერთგული მეგობარი გადაადგილებაში ეხმარება

უელსის დედაქალაქ კარდიფში მცხოვრები 7 წლის უსინათლო ლაბრადორი ედი მეგობრის, 6 წლის ტერიერის მილოს გარეშე ქუჩაში არ გადის. ცხოველები პარკში სასეირნოდ პატრონს ენ ბეიკერს დაჰყავს. პატარა მილო გიდის ფუნქციას ითავსებს და მეგობარს ბუნებაში ასეირნებს და ეთამაშება. მილოს ყელზე ზარი უკეთია, რათა ედის მისი ესმოდეს. თუ ედის გზა აებნევა, ერთგული მეგობარი მის საძებნელად მიდის და სახლში აბრუნებს.

სანამ ედი დაბრმავდებოდა, ძაღლები გამუდმებით ერთად თამაშობდნენ, მაგრამ ახლა ედი მილოზეა დამოკიდებული. მილო ყოველთვის თვალყურს ადევნებს ედის და მის გვერდით წვება, როდესაც მეგობარი იძინებს.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს