ტურიზმი სამცხე-ჯავახეთში მთავარი პრიორიტეტი აღარ არის

ტურიზმი სამცხე-ჯავახეთში მთავარი პრიორიტეტი აღარ არის

მრავალწლიანი "სავიზიტო ბარათი" - ტურიზმი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის განვითარების ძირითად პრიორიტეტობიდან "მეორეხარისხოვან სიაში" გადავიდა. თუ წლების განმავლობაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" რეგიონის გადარჩენისა და განვითარების გზას ტურიზმის განვითარებაში ხედავდა, ახალმა ხელისუფლებამ წინამორბედისგან განსხვავებით პრიორიტეტად სოფლის მეურნეობის განვითარება აირჩია.

ტურისტული პროექტების განვითარების ექსპერტი თეიმურაზ ჭოჭუა მიიჩნევს, რომ ტურიზმი რეგიონის განვითარების ერთ-ერთ ელემენტად მაინც რჩება, რომელიც უნიკალურია. ამასთან, ჭოჭუა ამ მომენტისთვის არსებულ სტატისტიკას ტურისტების რაოდენობის შესახებ არ ენდობა, რადგან მიაჩნია, რომ ყოფილი ხელისუფლება პიარის მიზნით ამ ციფრებით მანიპულირებდა. მისი აზრით, ტურიზმი ხელისუფლების პიარს კი არ უნდა ემსახურებოდეს, არამედ კარგი პროექტები უნდა წარმოჩინდეს და მხოლოდ ბრენდებზე არ უნდა იყოს ორიენტირებული.

არასამთავრობო ორგანიზაციის "Future corps"-ის წარმომადგენლი ვაგარშაქ შახბექიანი "სოფლის დახმარების" პროექტით სარგებლობის წინადადებით გამოდის.

სრული ვერსია

"სამხრეთის კარიბჭე"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა