ზოდიაქოს 12 ნიშანი და 12 ცნობილი ქართველი ლამაზმანი - ნაწილი მეორე

ზოდიაქოს 12 ნიშანი და 12 ცნობილი ქართველი ლამაზმანი - ნაწილი მეორე

საიტი astrologi.ge და ჟურნალი "ბომონდი" ერთობლივ პროექტს წარმოგიდგენთ. ზოდიაქოს თორმეტი ნიშანი, რომელიც თორმეტმა ცნობილმა ქართველმა ლამაზმანმა გააცოცხლა. თითოეულ მათგანს ჩვენ პირადად დავუკავშირდით და მათი ასტრო-პორტრეტები ზუსტი დაბადების მონაცემების მეშვეობით შევადგინეთ. მაშ ასე, როგორები არიან სინამდვილეში ნინო გაჩეჩილაძე, ლელა მებურიშვილი, გვანცა დარასელია, თამუნა გაბრიელაშვილი, რუსკა მაყაშვილი და სხვები? რომელი მათგანი დაიბადა თქვენი ზოდიაქოს ნიშნით და რა კონკრეტულ თავისებურებებს ატარებს ამა თუ იმ მათგანის პირადი ჰოროკსოპი. ამის შესახებ ჩვენს საიტზე და ჟურნალ "ბომონდის" მარტის თვის ნომერში წაიკითხავთ სრულად.

ტყუპი

ნიშნის ცნობილი წარმომადგენელი – ტელეწამყვანი და მსახიობი, ეკატერინე ამირეჯიბი

რუსთავი 2-ის "ტოროლა", დილის გადაცემის ენერგიული წამყვანი და "ჩემი ცოლის დაქალებში", ექსცენტრული ხურცილავას გმირი ცოლი - ეკა ამირეჯიბი, პირადი ჰოროსკოპის მიხედვით ტყუპია. თუმცა, მის რუკაში ტყუპის გავლენის გარდა, ვერძისთვის დამახასიათებელი ცეცხლოვანი ენერგიაც არის გამოკვეთილი. სწორედ ამის დამსახურებაა მისი ამგვარი დინამიური, მოუსვენარი ხასიათი და გამორჩეული ტემპერამენტი. ვერძის გავლენით ეკა საკმაოდ ფიცხი, მაგრამ მიმტევებელი ხასიათის იქნება. ასეთი ადამიანები, წამიერად აალდებიან ხოლმე და მოკლე ხანში გაბრაზების მიზეზი აღარც ახსოვთ. ეკას კარმული პროგრამა, ვერძის გავლენასთან ერთად, მოითხოვს იმას, რომ მან საკუთარ თავში ზემოთ ხსენებული ვერძის თვისებები მაქსიმალურად განავითაროს ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის დამახასიათებელი ცხოვრების სტილის სახით. რაც თავის მხრივ გულისხმობს აქტიურ ცხოვრებას, ხშირ რისკს, მუდმივ მოძრაობასა და კომუნიკაციას გარშემო მყოფებთან.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს