იაპონელი ქალები ნახერხში წვებიან

იაპონელი ქალები ნახერხში წვებიან

იაპონელი მანდილოსნები სილამაზის შესანარჩუნებლად ძალიან უცნაურ ხერხს მიმართავენ. იაპონიაში ფიქრობენ, რომ თუკი ქალი ნახერხში რამდენიმე წუთი ჩაწვება, ახალგაზრდულ იერს შეინარჩუნებს და კანს ელასტიურობა დაუბრუნდება.

იაპონიაში მდებარე თითქმის ყველა პრესტიჟული სილამაზის სალონი მსგავსი ტიპის მომსახურებას შემოგთავაზებთ: ბიკინიში გამოწყობილნი ნახერხით სავსე აბაზანაში უნდა ჩაწვეთ. ნახერხი 40 გრადუს ტემპერატურამდე თბება. 20 წუთის შემდეგ, როდესაც აბაზანიდან ამოხვალთ, ისეთი შეგრძნება გექნებათ, თითქოს 2 საათი ვარჯიშობდით.

ეს მეთოდი კარგია წონაში დასაკლებად, კანის გასაწმენდად, იმუნიტეტის ასამაღლებლად და ფორების გასაწმენდად.

იაპონიაში ამ მეთოდს 70 წელია მიმართავენ. ნახერხის აბაზანები 70 დოლარი ღირს.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს