ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი თეა წულუკიანის დიპლომთან დაკავშირებით "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" განცხადებას "ფეისბუქით" ეხმაურება.
"საქართველოში იურისტი რას გულისხმობს" არ ვიცითო... ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ???", - წერს ზურაბიშვილი.
საქართველოს კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, რა შეიძლება იყოს უმაღლესი იურიდიული განათლება, - ამის შესახებ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ კახა კოჟორიძემ იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებით გუშინ განაცხადა.
კოჟორიძის თქმით, აღნიშნულ თემაზე ზუსტი და ცალსახა პასუხის გაცემა უჭირს, რადგან ქართულ კანონმდებლობაში უმაღლესი იურიდიული განათლების განმარტების შესახებ ნორმატიული აქტი არ არსებობს.
