ყაზბეგში ჰესების მშენებელი კომპანიების ხელმძღვანელებმა "ნაციონალებს" 185 ათასი შეწირეს

ყაზბეგში ჰესების მშენებელი კომპანიების ხელმძღვანელებმა "ნაციონალებს" 185 ათასი შეწირეს

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ჰესების მშენებელი კომპანიების "ფერის" და "დარიალ ენერჯის" ხელმძღვანელებს წინასაარჩევნოდ "ნაციონალური მოძრაობისთვის" ოფიციალურად 185 ათასი ლარი აქვთ გადარიცხული.

პარტიის შემომწირველთა სიიდან ირკვევა, რომ 2012 წლის 10 ივლისს, "ფერის" ხელმძღვანელმა ლაშა იორდანიშვილმა მმართველ პარტიას 40 000 ლარი გადაურიცხა. ამავე დღეს, "ნაციონალების" ანგარიშზე 60 000 ლარი გადარიცხა კომპანიის კიდევ ერთმა ხელმძღვანელმა იოსებ მჭედლიშვილმა. 35 000 ლარი კი მაშინდელი მმართველი პარტიის ანგარიშზე შპს "დარიალ ენერჯის" დირექტორმა ზურაბ ალავიძემ ჩარიცხა. შპს "ფერმა" "ნაციონალურ მოძრაობას" 50 000 ლარი გადაურიცხა 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვისაც.

სრული ვერსია

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა