გორის ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 17 მილიონი ლარი დაიხარჯება

გორის ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 17 მილიონი ლარი დაიხარჯება

საქართველოს მთავრობის მიერ გორის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით 2013 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში 17 მლნ ლარამდეა გათვალისწინებული. ყველაზე მასშტაბური პროექტი ქალაქ გორში, რკინიგზის სადგურის დასახლებაში იგეგმება, სადაც საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობა საკანალიზაციო სისტემების მოწყობას აპირებს. ხელისუფლება სისტემის მოწესრიგებას ორ ეტაპად აპირებს. მეორე ეტაპი 2014 წელს დასრულდება და ჯამში 9 მლნ 500 000 ლარი დაჯდება.

წელს, გორის რაიონში ხიდებსა და გზებზე 2 მლნ 230 000 ლარია გამოყოფილი, სასმელი წყლისთვის კი 5 მლნ 60 ათასი ლარი დაიხარჯება. მაგალითად, ცხინვალის გზატკეცილის 1,1 კმ -დან გზატკეცილის 700 მეტრიან მონაკვეთში პარალელური ქუჩა, ხოლო გზებს შორის გაზონი მოეწყობა და პროექტის სავარაუდო ღირებულება 550 ათასი ლარია. სოფელ მეჯვრისხევში ერთი ჭაბურღილის მოწყობა, შიდა ქსელის რეაბილიტაცია, პატარა მეჯვრისხევში ერთი ჭაბურღილის და შიდა ქსელის რეაბილიტაცია, ამავე საკრებულოში სოფელ ზერტში ჭაბურღილის მოწყობა, ფაბრიკის დასახლებაში შიდა ქსელის მოწყობა - 900 ათასი ლარი დაჯდება.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა