ძაღლმა პატრონი თვითმკვლელობისგან იხსნა

ძაღლმა პატრონი თვითმკვლელობისგან იხსნა

საფრანგეთში ძაღლმა პატრონი თვითმკვლელობისგან იხსნა. გერმანული ნაგაზი პატრონს მაშინ შეახტა, როდესაც ეს უკანასკნელი ჩახმახზე თითის გამოკვრას აპირებდა.

ფრანგული მედიის ცნობით, საფრანგეთის 63 წლის მოქალაქემ თვითმკვლელობა ბოლო პერიოდში სამჯერ სცადა. ბოლო ცდა კი საკუთარმა ოთხფეხა მეგობარმა ჩაუშალა. როდესაც ქალის მეუღლე სახლიდან წავიდა, მან იარაღი აიღო, ბაღში გავიდა და ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა. შემდეგ კი იარაღი მკერდში დაიმიზნა.

სწორედ იმ დროს, როდესაც პენსიონერი ქალი ჩახმახზე თითის გამოკვრას აპირებდა, გერმანული ნაგაზი შეახტა. გასროლილი ტყვია ქალს მკერდში მოხვდა, თუმცა სიცოცხლისთვის აუცილებელი ორგანოები არ დაზიანებია. ძაღლის ამ ქცევამ ადგილობრივი სამართალდამცავები განაცვიფრა.

შინ დაბრუნებულმა ქმარმა სასწრაფო დახმარებას გამოუძახა. ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ახლა ის თავს უკეთ გრძნობს.

მომზადებულია news.am-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს