ვალერი გელაშვილი: "მინდა რაიონი მალე დავალაგო"

ვალერი გელაშვილი: "მინდა რაიონი მალე დავალაგო"

ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი ვალერი გელაშვილი ხაშურის მუნიციპალიტეტის შემოწმების მიზნით ფინანსურ პოლიციას მიმართავს. მისი თქმით, გარკვეული დოკუმენტები უკვე მოიძია, რაც არაგეგმიური შემოწმების მოთხოვნის საფუძველი გახდა. გელაშვილი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტში გარკვეული ადამიანები მუშაობენ, რომლებსაც საქმიანობაში გადაცდომები აქვთ. მისი ბრალდების ადრესატები ხაშურის მუნიციპალიტეტის ორი თანამშრომელი სოსო ბუაძე და ვლადიმერ აბაიაძე გახდნენ. ბუაძე გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის მიწვეული სპეციალისტია, ხოლო აბაიაძე საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრი.

"ხიდების მშენებლობაზე ორჯერაა თანხა გაწერილი, ასევე ეჭვი გვაქვს, რომ 700 000 ლარი არამიზნობრივად გაიხარჯა. მე ამ რაიონმა 3-ჯერ ამირჩია დეპუტატად, ასე რომ, უფლება არა მაქვს, ვინმეს რამე თანხა შევარჩინო, რომელიც ბიუჯეტიდან არამიზნობრივად იხარჯებოდა. აბაიაძეს, ჩემი ნება რომ იყოს, ვიცი სადაც გავუშვებდი, მაგრამ კანონი რაღაცებში ჩარევის უფლებას გვაძლევს, რაღაცებში არა. ხალხის გაშვების ერთადერთი საფუძვლად რა უნდა დაგვედო? რეორგანიზაცია, ჰო? კანონმდებლობით მაქვს უფლება შევამცირო ხალხი, ეხლა კონკურსებს ვატარებთ. მინდა, რომ მალე დავალაგო რაიონი", - აცხადებს გელაშვილი.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა