მეზობლებმა მამაკაცს ხმამაღალი სიცილის გამო უჩივლეს

მეზობლებმა მამაკაცს ხმამაღალი სიცილის გამო უჩივლეს

ლონგ-აილენდზე მცხოვრებ რობერტ შიაველის, ზედმეტად ხმამაღალი სიცილისთვის 500 დოლარიანი ჯარიმა დააკისრეს და 30 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 41 წლის მამაკაცის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში მისმა მეზობლებმა შეიტანეს. მათი თქმით, რობერტი თავისი ხმამაღალი სიცილით საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა.

რობერტი საკუთარ სახლში დედასთან ერთად ცხოვრობს. მისი და მისი მეზობლის დენიელ ო’ჰენის სახლი ერთმანეთისგან 6 მეტრითაა დაშორებული. მიუხედავად ამისა, მეზობლამდე მაინც აღწევს შიაველის ხმამაღალი სიცილი. გასული თვის განმავლობაში დენიელ ო’ჰენი იძულებული გახდა პოლიცია ორჯერ გამოეძახა.

სამართალდამცავების პროტოკოლი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის შესახებ საბოლოოდ სარჩელის საფუძველიც გახდა.

როგორც "დამნაშავის" ადვოკატი აცხადებს, რობერტ შიაველს ნერვული აშლილობა აქვს და შეტევების დროს მართლაც ვერ ახერხებს სიცილის შეკავებას. თუმცა მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ მის სიცილს ზედმეტად ხმამაღლად თვლიან, გაზვიადებულია.

თავად რობერტი თვლის, რომ ეს სასამართლო გარჩევა მას ამცირებს და კიდევ უფრო ხაზს უსვამს მის მძიმე მდგომარეობას და ნაკლს. მიუხედავად ამისა, მამაკაცს ჯარიმის გადახდა და ციხეში 30 დღით ჩაჯდომა მაინც მოუწევს.

მომზადებულია Cursorinfo.co.il-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს