ამერიკელმა საკანში გატარებული 2 წლისთვის 15.5 მილიონიანი კომპენსაცია მიიღო

ამერიკელმა საკანში გატარებული 2 წლისთვის 15.5 მილიონიანი კომპენსაცია მიიღო

ამერიკელმა, რომელმაც კამერაში მარტომ 2 წელი გაატარა, სასამართლოს მეშვეობით ყველაზე დიდი კომპენსაცია 15.5 მლნ აშშ დოლარი მოიპოვა. პირველ 6 მილიონს 59 წლის სტივენ სლევინი უკვე ამ კვირაში მიიღებს.

სტივენმა 2 წელი გაატარა ერთადგილიან საკანში, მისი ფრჩხილები ისე გაიზარდა, რომ ფეხებზე შემოეხვია, ხოლო დაუბანელობის გამო კანზე სოკო გაუჩნდა. სტომატოლოგის მომსახურებით სარგებლობის აკრძალვის გამო, კბილების ამოღება თავად უწევდა.

"მისი ფსიქიკა შეერყა. ვერანაირი ფული ვერ დაეხმარება უკან დაბრუნებაში და ჯანმრთელობის აღდგენაში, მაგრამ ამ კომპენსაციით მინიმალური, თუმცა მაინც შანსი გაუჩნდა", - აცხადებს ადვოკატი მეთ კოული.

მამაკაცი 2005 წელს მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო დააკავეს. სასამართლო არ გამართულა. ერთკაციან საკანში კი დამნაშავე სუიციდისადმი მიდრეკილების მოტივით მოათავსეს.

სლევინის მდგომარეობა ახლა საკმაოდ მძიმეა. ყველაფერთან ერთად მას ექიმებმა ფილტვის კიბოს დიაგნოზიც დაუსვეს.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს