ბათუმში ქალი მძღოლების საჩუქარს მამაკაცები დაეპატრონენ

ბათუმში ქალი მძღოლების საჩუქარს მამაკაცები დაეპატრონენ

დილით მეგობარმა დამირეკა, ქალ მძღოლებს ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგური 10 ლიტრ საწვავს ჩუქნის ქალთა დღესთან დაკავშირებით, 4 საათამდეა აქცია, იჩქარე დიდი რიგებიაო. 15:00 საათზე მეც შევუერთდი ქალი მძღოლების რიგებს და მოთმინებით, ნელა-ნელა მივიწევდი "სანუკვარი" საჩუქრის მისაღებად. არ გეგონოთ სარეკლამო ინფორმაციას კითხულობდეთ, საქმე ის არის, რომ 10 ლიტრი საწვავი უფრო მნიშვნელოვანი ყოფილა, ვიდრე ქალთა დღესასწაული.

რიგი მართლაც ძალიან გრძელი იყო, თუმცა ჩემი ყურადღება მამაკაცის და ქალის კინკლაობამ მიიპყრო. ერთი მანქანიდან ქალი მძღოლი გადმოვიდა და მეორე მანქანაში მჯდომი მამაკაცი მძღოლის მიმართ საყვედური იმის გამო გამოთქვა, რომ მან რიგის დარღვევით გაუშვა მანდილოსანი მძღოლი. მამაკაცმა ქალბატონს რიგი დაუთმო, ამაში გასაკვირი რა არის, მაგრამ მამაკაც მძღოლს ქალი მძღოლებისთვის განკუთვნილი საჩუქრების რიგში რა უნდოდა?

ამ დროს, მარჯვენა მხრიდან კიდევ ერთი მამაკაცი მძღოლი შევნიშნე და მივხვდი, რომ ფოტოების გადაღების დრო დადგა. ფოტოაპარატის დანახვაზე გვერდით მანქანაში მსხდომი მამაკაცები გაჯავრდნენ, მძღოლმა ხელები აიქნია, მეორემ კი შუა თითი მოიშველია. ორი წუთის შემდეგ მამაკაცი მძღოლი გადმოვიდა მანქანიდან და ფოტოების წაშლა მთხოვა. "რა გინდა, რატომ მიღებ, დაგიშავე რამე? ჟურნალისტი ხარ თუ რა არის?"... ვუპასუხე, რომ ჟურნალისტი ვიყავი და კიდევ თუ უნდოდა ფოტოების გადაღება არ დავზარდებოდი. ამ დროს მანქანის უკანა სავარძლიდან ორი ქალბატონის უკმაყოფილო სახეც გამოჩნდა - "მათთვის განკუთვნილი" საჩუქრის მიღებაში ხელს ვუშლიდი.

ქალბატონებისთვის საწვავის საჩუქრის სახით გაცემა 16:00 საათზე იწურებოდა. 15:57 წუთზე ჩემი ჯერიც დადგა და 3 წუთის შემდეგ სასაჩუქრე აქცია შეწყდა. დაახლოებით იმდენი ქალი მძღოლი დარჩა "ნაწყენი", რამდენმაც ამ საჩუქრით "გაიხარა". აქციის დამთავრების შემდეგ რიგი ისევ გრძელი იყო...

ნინო ხოზრევანიძე

სპეციალურად ”ამბები.გე”-სთვის ბათუმიდან

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს