ნიდერლანდებს თავისი პატარა ვენეცია აქვს

ნიდერლანდებს თავისი პატარა ვენეცია აქვს

პატარა ჰოლანდიური სოფელი გითჰორნი, რომელიც დე ვიდენის ბუნებრივი წყალსაცავის ცენტრში მდებარეობს, ადგილობრივებში ნიდერლანდური ვენეციის სახელითაა ცნობილი.

ამ სოფელში თითქმის არ არსებობს ქუჩები. ერთმანეთს მოსახლეობა წყლის არხებით უკავშირდება. სულ არხების სიგრძე 7.5 კმ-ს აღწევს. სოფელში 50 პატარა ხიდი და პატარა სახლებია.

პატარა სოფელი 1230 წელს დაარსდა. ნიდერლანდების ვენეცია მაინც დიდი პოპულარულობით სარგებლობს ტურისტებში. 1985 წელს მის შესახებ ფილმიც კი გადაიღეს.

სოფელში სულ რამდენიმე გზაა, რომელთა უმეტესობას სახელიც კი არ აქვს. იქ მცხოვრებნი კი არხებში ელექტრონავებით დაცურავენ და ისე გადაადგილდებიან. ამ სოფელში იშვიათად შეხვდებით მანქანას, რის გამოც სოფელში სუფთა ჰაერია და სიმყუდროვე თითქმის არასდროს ირღვევა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს