ქეით მიდლტონი და ელისაბედ II ბავშვის ნათლიებზე ვერ თანხმდებიან

ქეით მიდლტონი და ელისაბედ II ბავშვის ნათლიებზე ვერ თანხმდებიან

ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედს რძლის არჩევანი არ მოსწონს. ჰერცოგინია ქეითმა გადაწყვიტა, შვილი საკუთარ და-ძმას მოანათლინოს. ქეით მიდლტონი ამ ზაფხულს გოგონას გააჩენს.

ბავშვის ნათლიებად ქეითმა და, პიპა და უმცროსი ძმა, ჯეიმს მიდლტონი აირჩია. მაგრამ დედოფალმა ეს კანდიდატურები დაიწუნა. ამან ქეითი გააღიზიანა, ის მეუღლისგან, პრინცი უილიამისგან მხარდაჭერას უშედეგოდ ელის.

"უილიამი უწინდებურად ბებიის ზეგავლენის ქვეშ არის, რაც ქეითს წყინს. იგი თავს უძლურად გრძნობს, როგორც კი ქეითი უილიამთან ამ თემაზე საუბარს იწყებს, უილიამი თემას ცვლის",- ყვება სამეფო ოჯახთან დაახლოებული პირი.

როგორც ჩანს, ბავშვის სახელის არჩევისას ბოლო სიტყვას დედოფალი იტყვის.

მომზადებულია Showbiz Spy-ის მიხედვით.

ასევე იხილეთ:

-უილიამი და ქეითი შვილისთვის მოსამსახურეების შტატზე უარს ამბობენ

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს