შვილმკვდარი დედა არჩილ კბილაშვილს სამართლიანობის აღდგენას სთხოვს

შვილმკვდარი დედა არჩილ კბილაშვილს სამართლიანობის აღდგენას სთხოვს

აბაშის რაიონში მცხოვრები ლალი ნოდია, რომელიც 2007 წლის 25 სექტემბერს, სოფელ ზანათის საძოვრებზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული ზვიად ნოდიას დედაა, არჩილ კბილაშვილს მიმართვას უგზავნის. ის მთავარ პროკურორს სპეცოპერაციის ობიექტურად გამოძიებას და მასში მონაწილე პოლიციელების დასჯას სთხოვს.

ლალი ნოდია ამბობს, რომ მისი შვილის მკვლელი სამართალდამცავები არა მარტო თავისუფლები, არამედ თამამდებობებზეც რჩებიან. მისი თქმით, სპეცოპერაციაში მონაწილე 4 პოლიციელიდან, მხოლოდ ორია თანამდებობიდან გათავისუფლებული, ერთ-ერთი პოლიციელი ოტია გაბელაია კი აბაშის პოლიციაში ცოტა ხნის წინ დააბრუნეს. ამასთან, საქმის პროკურორი ნინო კუპრეიშვილი საკრებულოს იურისტად დაინიშნა. გარდაცვლილ ზვიად ნოდიას დედას ახალი ხელისუფლებისგან სამართლიანობის აღდგენის იმედი აქვს.

"ჩემი შვილის მკვლელი დავით დარცმელიძე დღეს პარლამენტის წევრია და სინდისი არ აწუხებს. გურამ ხინტკირია ისევ აბაშის პოლიციაში მუშაობს. მიქაძე და სიგუა კი გაათავისუფლეს, მაგრამ არა ამ საკითხზე. ოტია გაბელაიაც მოიხსნა სამსახურიდან და ცოტა გულზე მომეშვა, თუმცა, კაცი, რომელმაც შვილმკვდარ დედას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა, დღეს ისევ დააბრუნეს სამსახურში. მარტო მე კი არა, გაიკითხეთ, რამდენი ადამიანი ჰყავს გამწარებული. იმედი მქონდა, ახალი მთავრობის და ჯერ კიდევ არ დამიკარგავს რწმენა, რომ მკვლელები დაისჯებიან. ქალაქში ვეღარ ჩავდივარ, პოლიციის შენობას რომ შევხედავ, არ ვიცი მერამდენედ ვკვდები", - ნათქვამია ლალი ნოდიას წერილში.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა