”რაპუნცელების ოჯახი”

”რაპუნცელების ოჯახი”

აშშ-ში ილინოისის შტატში დედა და სამი ქალიშვილი ცხოვრობს, რომელთა თმის საერთო  სიგრძე 4 მეტრია.

43 წლის ტერე ლინ სვეტლეჩიჩ რასელმა თმის შეჭრას თავი ჯერ კიდევ მოზარდობისას დაანება. როდესაც ტერე გათხოვდა, ქმარს მისი თმის სიგრძე და სილამაზე ჭკუიდან შლიდა, ამიტომ ტერემ საკუთარ სიმდიდრეს ხელი არ ახლო. 

ჩიპი მეუღლის თმით ახლაც  აღფრთოვანებულია, ასე რომ, მეუღლეების გოგონებმაც გადაწყვიტეს, დედის გზას დადგომოდნენ.

ტერეს თმის სიგრძე 150 სანტიმეტრია. როდესაც იგი თმას იბანს, იძულებულია ეს მუხლმოყრილმა გააკეთოს, რადგან სველი თმის სიმძიმე ქალს დგომის საშუალებას არ აძლევს.

საკუთარ მშობლიურ ქალაქში იგი და მისი ქალიშვილები - კონკურსის -"ყველაზე გრძელი ცხენის კუდი" მუდმივი გამარჯვებულები არიან.

უფროსი ქალიშვილის, 11 წლის კელანის თმის სიგრძე 73 სმ-ია, 9 წლის სენდელინის კი 72 სმ, 6 წლის ჩესნის თმის სიგრძე კი 52,5 სმ-ს შეადგენს. არის კიდევ უმცროსი ძმა, რომელიც რბოლაში არ მონაწილეობს და პატარა და, რომელსაც ყველაფერი წინ აქვს.

რა თქმა უნდა, ასეთი თმის მოვლას დიდი ძალისხმევა სჭირდება. ერთდროულად თითოეულ თავზე კონდინციონერის ბოთლის მეოთხედი მიდის. გრძელი თმით პრობლემებსაც ვერ გაექცევი : ტერე ლინს თმა ავტომანქანის კარში გამუდმებით ყვება, მას დალაგების დროს მტვერსასრუტი ისრუტავს, ბავშვები კი  გამუდმებით ფეხს ადგამენ.

გასულ კვირას დედა და ქალიშვილები სილამაზის სალონს პირველად სტუმრობდნენ: ამ დრომდე ტერე ქალიშვილებს თავად უსწორებდა თმას. ახლა კი, თმის მოვლა პროფესიონალებს მიანდო.

მომზადებულია starslife.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს