დევნილები გაზისა და სინათლის გარეშე სამი წელია ცხოვრობენ

დევნილები გაზისა და სინათლის გარეშე სამი წელია ცხოვრობენ

ქუთაისში, სატრაქტორო ქარხნის ადმინისტრაციის ყოფილ შენობაში 2009 წელს დევნილები შეასახლეს. კორპუსის რეაბილიტაცია კომპანია "პროჯორჯიამ" განახორციელა და 108 დევნილი ოჯახი ცხრა სართულზე გადაანაწილეს. დევნილები სამი წელია კორპუსის გაზიფიცირებას უშედეგოდ ითხოვენ. დასახლებაში გაზიფიცირებასთან ერთად სხვა მრავალი პრობლემაა. დევნილები ამბობენ, რომ უხარისხოდ გარემონტებული კორპუსის ნესტიან კედლებში ცხოვრება გაუსაძლისია და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

"შენობას არ აქვს ჟოლოფი, რის გამოც ნესტში ვიხრჩობით, ყველა კედელზე სოკო გაჩნდა, რაზეც შემოგვითვალეს: "სოკო თუ ამოდის, მაგაზე კარგი რა არის, მოწყვიტეთ და ჭამეთო". როდესაც მომხდარა შენობის რეაბილიტაცია, ნარჩენი მასალები და ნაგავი "შახტებში" ჩაუყრიათ, გაჭედილია და რომ გასკდეს, მთელ პირველ სართულს დაფარავს, იმდენი ნაგავია", -ამბობს ადგილობრივი ლალი ჩერქეზია.

სრული ვერსია

”P.S.” (პოსტსკრიპტუმი - ქუთაისი)

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა