რძე გენიოსების სასმელია

რძე გენიოსების სასმელია

რძე გენიოსების სასმელია, ამას ბრიტანელი მეცნიერების ჩატარებული კვლევა მოწმობს.

ექსეტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს - 22 ქვეყანა ერთ სულ მოსახლეზე რძის მოხმარების თვალსაზრისით გამოიკვლიეს, შემდეგ ეს მონაცემები ქვეყანაში მცხოვრები ნობელის ლაურეატების რაოდენობას შეადარეს. აღმოჩნდა, რომ შვედეთში, სადაც 10 მლნ ადამიანი ცხოვრობს და რძე ყველას ძალიან უყვარს, 30-ზე მეტი ნობელის ლაურეატია. ერთი შვედი წელიწადში დაახლოებით 376 ლიტრ რძეს სვამს. ჩინეთში კი პრესტიჟული პრემიის ლაურეატები ყველაზე ცოტაა. ერთ ჩინელზე ყოველწლიურად დაახლოებით 28 ლიტრი რძე მოდის.

მეცნიერების აზრით, საქმე ის არის, რომ რძეში ვიტამინი D ჭარბად არის, რომელიც გონებრივ შესაძლებლობებზე დადებითად მოქმედებს და ტვინის ახალი უჯრედების ზრდას ასტიმულირებს. რძე მეხსიერებასაც აუმჯობესებს.

მომზადებულია yes.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს