ახალციხეში გამგებლის მოვალეობის ახალი შემსრულებელი აირჩიეს

ახალციხეში გამგებლის მოვალეობის ახალი შემსრულებელი აირჩიეს

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად ბესიკ ბლიაძე აირჩიეს. სხდომას საკრებულოს 26 დეპუტატიდან 25 ესწრებოდა და მათგან მხოლოდ მალხაზ გიქოშვილმა გააპროტესტა გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა და სხდომა დატოვა.

"ყოველ სამ თვეში ვცვალოთ გამგებელი?! ერთი რამე მაინტერესებს, ჩვენ პირად სარგებლობაზე ვართ აწყობილი, თუ ხალხზე უნდა ვიზრუნოთ?! მოვა ახალი გამგებელი, სამი თვე იმუშავებს და წავა. მერე კიდევ ახალი მოვა და ასე შემდეგ. შემოვდივარ წინადადებით, როგორც რიგითი დეპუტატი, რომ ჩავატაროთ კონკურსი. არსებობს მოადგილე და დროებით მან შეასრულოს გამგებლის მოვალეობა. მანამდე დეპუტატები დავსხდეთ და საკონკურსო პირობები ჩამოვაყალიბოთ" - განაცხადა მალხაზ გიქოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს, ბესიკ ხითარიშვილს თანამდებობაზე ყოფნის ვადა 7 მარტს ამოეწურა.

სრული ვერსია

"სამხრეთის კარიბჭე"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა