ადამიანები ღიმილს გადაეჩვივნენ

ადამიანები ღიმილს გადაეჩვივნენ

მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ზრდასრული ადამიანი დღეში შვიდჯერ იღიმის და ამასთან, მინიმუმ ერთხელ მაინც ეს ღიმილი ყალბია.

გამოკითხვაში მონაწილეობა 2000-მა ადამიანმა მიიღო. სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მხიარული ადამიანიც კი დღეში მხოლოდ 11-ჯერ იცინის, ხოლო ყველაზე პირქუში ადამიანი დღეში ერთი ღიმილით შემოიფარგლება.

გამოკითხულთა 51%-მა აღიარა, რომ ყოველდღე ხშირად უღიმიან ყალბი ღიმილით სხვებს - ხშირ შემთხვევაში საკუთარ უფროსს. ამასთან, ადამიანებს ძალიან სიამოვნებთ, როდესაც მათ უღიმიან.

გარდა ამისა, კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 25% ღელავს, როდესაც მათ საყვარელი ადამიანი უღიმის. ადამიანები ღიმილისთვის ყველაზე შეუფერებელ ადგილად პანაშვიდს თვლიან. გარდა ამისა, მათთვის მიუღებელია ღიმილი გაცხარებული კამათის დროს.

მომზადებულია Raut-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს