აქვს თუ არა "მობუქსავე" საკრებულოს საქმიანობაში ჩარევის უფლება მაჟორიტარ დეპუტატს?

აქვს თუ არა "მობუქსავე" საკრებულოს საქმიანობაში ჩარევის უფლება მაჟორიტარ დეპუტატს?

ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს შეხვდა და მათ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, საკრებულოს დეპუტატის დიმიტრი კვერღელიძის კანდიდატურა ოფიციალურად წარუდგინა. კვაჭანტირაძესთან შესახვედრად საკებულოს 37 დეპუტატიდან, მხოლოდ 7 დეპუტატი მივიდა. როგორც შეხვედრაზე მყოფი დეპუტატები აცხადებენ, მაჟორიტარმა მათ კვერღელიძის კანდიდატურა პოლიტსაბჭოს სახელით გააცნო. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში კი განმარტავენ, რომ კანონით პოლიტსაბჭოსა და დეპუტატს ადგილობრივი თვითმართველობის საკადრო პოლიტიკაში ჩარევის უფლება არ აქვს.

"ბუქსაობს" საკრებულო, იგი გახდა უმოქმედო, არ ჩანს ინიციატივები და არის უფუნქციოდ, ძალიან მიძინებულ მდგომარეობაში. მდგომარეობას სერიოზული გაჯანსაღება სჭირდება. სხვათა შორის, ყველა დამეთანხმა, ვინც იქ იყო", - აცხადებს  ზვიად კვაჭანტირაძე.

"საინტერესოა, კონკრეტულად რა პრეტენზიები აქვს მაჟორიტარ დეპუტატს, რას ვერ აკეთებს საკრებულოს თავმჯდომარე? გამორიცხულია, კანონით არ აქვს პოლიტსაბჭოს დებულება, ჩაერიოს ადგილობრივი თვითმმართველობის საკადრო პოლიტიკაში. პოლიტსაბჭოს შეუძლია ჰქონდეს გარკვეული მოსაზრებები გარკვეულ ფაქტებთან დაკავშირებით, დეპუტატს აქვს უფლება საკანონმდებოლო დონეზე სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობაც მიიღოს თვითმმართველობის საკითხებშიც, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთპიროვნულად დააყენოს საკითხი ერთი პიროვნების გადაყერნებისა და მეორის დანიშვნის. ეს უკვე შეიძლება, რომ ჩარევად ჩავთვალოთ. საინტერესოა დეპუტატებთან შეხვედრას ზეწოლის ფორმა ჰქონდა თუ უფრო რჩევის? - ამბობს საიას ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი თამაზ ტრაპაიძე.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა