წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით სოფელ ბოდბისხევის რწმუნებული დააკავეს

წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით სოფელ ბოდბისხევის რწმუნებული დააკავეს

სიღნაღის პოლიციის წნორის ქვეგანყოფილების თანამშრომლებმა წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით სოფელ ბოდბისხევის რწმუნებული ჯონდო გელაშვილი და მასთან ერთად მყოფი ერეკლე გელაშვილი დააკავეს. როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, გუშინ, როცა პოლიციაში ლევან ბეჟაშვილის მძღოლის, მამუკა აბულაშვილის ცემის ფაქტზე შეტყობინება შევიდა, შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცავებს ჯონდო და ერეკლე გელაშვილებმა წინააღმდეგობა გაუწიეს.

"გელაშვილები დაკავებულები არიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით. რაც შეეხება თვითონ მამუკა აბულაშვილის ცემის ფაქტს, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით. ცემის ფაქტზე დაკავებული ჯერ არავინ არ არის", - ამბობენ სამინისტროში.

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა