ჯავახეთი სომხეთის ყურადღების ცენტრშია

ჯავახეთი სომხეთის ყურადღების ცენტრშია

გასულ კვირას, სომხეთში, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა ერთი ნაწილი საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამდა, მეორე ნაწილი კი, პრორექტორის გევორქ მელქონიანის ხელმძღვანელობით, მათთვის ხელის შეშლას ცდილობდა. პრორექტორის გუნდში რამდენიმე სტუდენტი ჯავახეთიდანაც იყო, რომელთაც შეკრებილებს უცენზურო სიტყვებით მიმართეს. პრორექტორის გამონათქვამს "წინ მებრძოლები გამოუშვით, ახალქალაქელები" სკანდალი მოყვა.

ამ ფაქტს დაემთხვა ისიც, რომ აზერბაიჯანიდან დაბრუნებული საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვიული აქტიურად საუბრობდა ჯავახეთში მცხოვრებ "სეპარატისტებზე" და საქართველოს დამატებით ავტონომიებად დახლეჩვის საფრთხეზე. ამ ორმა ფაქტმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, როგორც რიგით მოქალაქეებში, ისე ექსპერტებსა და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის. ბოლო დროს ქართულ და სომხურ მედიასა თუ სოციალურ ქსელებში ჯავახეთის თემას აქტიურად განიხილავენ.

სრული ვერსია

"სამხრეთის კარიბჭე"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა