"თავისუფალი დემოკრატები" არ იქნება "ნაციონალების" გადასარჩენი ხავსი

"თავისუფალი დემოკრატები" არ იქნება "ნაციონალების" გადასარჩენი ხავსი

აბაშაში პარტია "თავისუფალი დემოკრატების" რაიონული ორგანიზაცია ჩამოყალიბდა, რომლის თავმჯდომარედ მურთაზ ქვილითაია დაინიშნა. ამ ფაქტმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია აბაშის საზოგადოების ერთ ნაწილში. ქვილითაია საკრებულოში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეც არის. ის ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ თბილისში, პარტიის სათაო ოფისში გაწევრიანდა და ამასთან, ფრაქციისთვის სახელის შეცვლას გეგმავს. ფრაქციის ახალი სახელი "ქართული ოცნება-დემოკრატები" იქნება.  

აბაშაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ "თავისუფალი დემოკრატები" ყოფილი ნაციონალებისგან კომპლექტდება, მურთაზ ქვილითაია უარყოფს.

"ჯერ ერთი რომ გაწევრიანება არ დაწყებულა და მეორეც, აბაშა პატარა რაიონია და არაფერი დაიმალება. ყველა ნახავს, ვინ იქნება პარტიის წევრი. გამგებლის არჩევა რომ იყო, ჩვენი ფრაქცია იმ სხდომაზეც წინააღმდეგი წავიდა და დღესაც წინააღმდეგი ვართ. პროტესტის ნიშნად არც საკრებულოს სხდომებს ვესწრებოდით, მაგრამ ახლა პარტიიდან გვაქვს მითითება, რომ სხდომებს დავესწროთ და მედიასთანაც ვითანამშრომლოთ. ასე რომ, შემიძლია დავარწმუნო ყველა, "თავისუფალი დემოკრატები" არ იქნება ნაციონალების გადასარჩენი ხავსი", - აცხადებს ქვილითაია.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა