პრეზიდენტმა და ანდრო ბარნოვმა მანქანები გაცვალეს

პრეზიდენტმა და ანდრო ბარნოვმა მანქანები გაცვალეს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა წარმომადგენელმა შიდა ქართლში, ანდრო ბარნოვმა ძვირადღირებული ავტომანქანები გაცვალეს. ეს არის "ტოიოტა ლენდკრუიზერ 200". აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ავტომანქანის გადაცემის თხოვნით გუბერნატორს დანიშვნიდან 3 დღეში მიმართა, რაც ბარნოვმა იმავე დღეს დააკმაყოფილა და "ტოიოტა ლენდ კრუიზერ 200" სააკაშვილის ადმინისტრაციას გადასცა. მოგვიანებით, 2013 წლის 23 იანვარს კი პირიქით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საკუთარ უწყების ბალანსზე არსებული "ტოიოტა ლენდ კრუიზერ 200" ანდრო ბარნოვის უწყებას გადასცა.

ყოველთვიურად, შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორის აპარატი, 1 110 ლიტრ ბენზინს და 1 000 ლიტრს დიზელის საწვავის ტალონებს იყენებს.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა