ლანჩხუთის ადმინისტრაციულ შენობას დღესაც "ქართული ოცნების" დროშა ამშვენებს

ლანჩხუთის ადმინისტრაციულ შენობას დღესაც "ქართული ოცნების" დროშა ამშვენებს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელში სამი დროშა ფრიალებს. შედარებით მაღლა საქართველოს სახელმწიფო დროშა, მთავარ შესასავლელ კარზე კი "ქართული ოცნებისა" და ჟორდანიას დროინდელი ქართული დროშაა აღმართული. მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციული შენობის კარზე დროშები მიამაგრეს ე.წ "კარვის ხალხმა", რომლებიც ლანჩხუთში საპროტესტო აქციებს მართავდნენ, ამ პრობლემის მოგვარებაზე პასუხისმგებლობა თვითმმართველობის ხელმძღვანელობას, განსაკუთრებით, კი საკრებულოს ევალება.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად კი, საქართველოს დროშის გარდა, სხვა დროშის აღმართვა ადმინისტრაციული ორგანოს შენობაზე არ შეიძლება.

"ეს ნამდვილად არის კანონდარღვევა. ბევრჯერ ვთხოვე ჩამოეხსნათ, მაგრამ უშედეგოდ. უკიდურეს ზომამდე არ მინდა მივიდე - საკმარისია, ერთი წერილი ძალოვან უწყებებთან და მაშინვე ჩამოხსნიან. ერთ კვირაში მარხვა დაიწყება და ამის შემდეგ კატეგორიულად მოვითხოვ, ჩამოხსნან დროშა", - აცხადებს ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიგინეიშვილი.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა