კახა ბენდუქიძე - GIPA-ს ვებ-გვერდზე მითითებულია იმ ლექტორთა სახელები, რომლებიც იქ აღარ მუშაობენ

კახა ბენდუქიძე - GIPA-ს ვებ-გვერდზე მითითებულია იმ ლექტორთა სახელები, რომლებიც იქ აღარ მუშაობენ

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ვებ-გვერდზე ჯერ კიდევ მითითებულია იმ ლექტორთა სახელები, რომლებიც იქ უკვე აღარ მუშაობენ, - ამის შესახებ "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე კახა ბენდუქიძე წერს.

"ჩვენი განათლების მინისტრი ნახევარი წლის წინ GIPA-ს რექტორი იყო. ამ უმაღლესის საიტზე - და უნდა აღვნიშნოთ, რომ მან გაიარა რამდენიმე აკრედიტაცია 2012 წლის დასასრულს - არის პროფესორების სია. მნიშვნელოვანი ნაწილის თანამდებობები არასწორადაა მითითებული. ეს არაუშავს.

ჩვენ შეგვიჩერეს ავტორიზაცია, იმიტომ რომ ერთთვიანი უზუსტობა იყო ვებ-გვერდსა და ფაქტობრივ სიტუაციას შორის.

ნახეთ GIPA-ს ვებ-გვერდის სკრინშოტები, სადაც მითითებული არიან ლექტორები, რომლებიც ჯიპაში არ მუშაობენ ზოგი 2007 წლიდან, ზოგი 2009 წლიდან, ზოგი 20010 წლიდან. საიდან ვასკვნი? ისინი თავისუფალი უნივერსიტეტის თანამშრომლები არიან", - წერს ბენდუქიძე.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია 12 მარტს შეუჩერდა. ერთ-ერთ საავტორიზაციო დარღვევად უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე სასწავლო პროგრამების შესახებ სავალდებულო ინფორმაციის დატანასთან დაკავშირებული პრობლემები დასახელდა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს