იაპონიაში საკურა აყვავდა

იაპონიაში საკურა აყვავდა

სამხრეთ იაპონიის ქალაქ ფუკუოკას მეტეოროლოგიურმა სამსახურმა საკურის ყვავილობის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. თბილი ამინდების გამო ყვავილობა პროგნოზირებულ დროზე 10 დღით ადრე დაიწყო.

ქვეყნის ჩრდილოეთში - კუნძულ ჰოკაიდოზე კი საკურას ყვავილობას 30 აპრილს ელიან.

შარშან, საკურის პირველი ყვავილები კუნძულ სიკოკუზე (ქვეყნის სამხრეთი) 21 მარტს გაიშალა.

საკურა დეკორატიული ხეა, რომელიც ვარდისებრ ყვავილს ისხამს. ის იაპონიის კულტურის სიმბოლოდ მიიჩნევა.

მომზადებულია focus.ua-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს