ახალქალაქის საავადმყოფოს რუსეთში მცხოვრებმა ქველმოქმედმა რეანომობილი აჩუქა

ახალქალაქის საავადმყოფოს რუსეთში მცხოვრებმა ქველმოქმედმა რეანომობილი აჩუქა

რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებმა ქველმოქმედმა ვაგინაკ პოღოსიანმა, რომელიც წარმოშობით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანიდანაა, შუამავალთა მეშვეობით ახალქალაქის რაიონულ საავადმყოფოს რეანომობილი გადასცა. რეანომობილი მხოლოდ მძიმე ავადმყოფების გადაყვანას მოემსახურება, მუნიციპალიტეტში ან ქალაქში გამოძახებებზე არ ივლის და საჭიროების შემთხვევაში მხოლოდ საავადმყოფოდან სხვა კლინიკებში გადაიყვანს ავადმყოფებს. იქნება ეს თბილისის, ერევნის, ქუთაისისა თუ სხვა ქალაქების საავადმყოფოები. რეანომობილზე საავადმყოფოს ექიმები იმუშავებენ, სპეციალური ექიმების მოწვევა არ მოხდება. ქველმოქმედმა საავადმყოფოს რეანომობილი ხალხის მომსახურებისთვის აჩუქა, თუმცა მოსახლეობის ნაწილისთვის, ვისაც სამედიცინო პოლისები არ აქვს, მომსახურება ფასიანი იქნება. რეანომობილით მომსახურება უფასო იქნება მხოლოდ მათთვის, ვისაც ამ მომსახურებას სადაზღვევო კომპანია უნაზღაურებს. მისი მომსახურების ღირებულება ჯერ განსაზღვრული არ არის.

სრული ვერსია

"სამხრეტის კარიბჭე"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა