იაპონიაში მსოფლიოში პირველი სუში-ჩემპიონატი გაიმართა

იაპონიაში მსოფლიოში პირველი სუში-ჩემპიონატი გაიმართა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მსოფლოში პირველი სუშის მომზადების ჩემპიონატი გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობა ბელგიის, მოლდოვას, სინგაპურის, შვედეთის, რუმინეთის, უკრაინის, ურუგვაისა და აშშ-ის მზარეულთა გუნდებმა მიიღეს. სულ 2 000 ულუფა სუში მომზადდა.

კონკურსი ოთხ ეტაპად ტარდებოდა. მზარეულებს კომისიასთან სუშის ყველაზე უცნაური რეცეპტები გაჰქონდათ. ამასთან, საკმაოდ არასტანდარტული პროდუქტები გამოიყენებოდა. მაგალითად, შვედები ტრადიციული ორაგულის გარდა გოგრის მუსს იყენებდნენ, რუმინელები კი - ნივრის სოუსს და რუმინულ ყველს. მოლდოვას წარმომადგენლებმა რეცეპტში გარეული იხვის ხორცი შეიტანეს, ურუგვაელებმა კი ცხიმიანი ლორი დაამატეს.

"მზარეულების ოსტატობის დონე გასაოცარია",- ამბობს კონკურსის ორგანიზატორი და სუში-ინდუსტრიის ვეტერანი მაკაესი კაზატო. სპეციალისტი დასძენს, რომ  ჩატარებული ღონისძიება შესანიშნავი შესაძლებლობა გახდა ეჩვენებინათ სტუმრებისთვის "თუ როგორი ფორმების მიღება შეუძლია სუში-ხელოვნებას".

კონკურსს დაახლოებით 2 000 სტუმარი ესწრებოდა. გამარჯვებული კი შვედეთის გუნდი გახდა.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს