სენდვიჩის მოსამზადებელი უნივერსალური ხელსაწყო

სენდვიჩის მოსამზადებელი უნივერსალური ხელსაწყო

ბუტერბროდი ყველითა და ლორით ყავასთან ერთად - საუზმე, რომლითაც დღეს უამრავი ადამიანი იწყებს. თუმცა სენდვიჩში შემავალ ყველა პროდუქტს ცალ-ცალკე მომზადება სჭირდება. ადამიანებს, რომლებსაც საუზმისთვის დრო არ ჰყოფნით, უნივერსალური, სენდვიჩების მოსამზადებელი ხელსაწყო დაეხმარება.

Hamilton Beach’s Breakfast Sandwich Maker - ასე ქვია რამდენიმე განყოფილებიან ხელსაწყოს, რომელშიც ერთდროულად იწვება კვერცხი, ლორი, ცხვება ბლინი, ცხელდება პური და იწვება კარტოფილი "ფრი".

ხელსაწყოს თითოეული განყოფილება კონკრეტულ ტემპერატურაზე მუშაობს, რათა საბოლოო ჯამში ყველა პროდუქტი ერთდროულად მომზადდეს. ერთადერთი, რაც ამ უნივერსალური მანქანის მფლობელს ევალება, ყავის მოდუღებაა და საუზმეც მზად არის.

Hamilton Beach’s Breakfast Sandwich Maker უკვე არის გაყიდვაში. ონლაინ-მაღაზიებში მისი ფასი მხოლოდ 30 დოლარია.

მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს