"ყვითელი დრაკონის ხეობა" - ბუნების ჩინური საოცრება

"ყვითელი დრაკონის ხეობა" - ბუნების ჩინური საოცრება

ხუანლუნი ბუნების ჩინური საოცრებაა. თვალწარმტაცი პეიზაჟები ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში მდებარეობს.

ხუანლუნი ცნობილია თოვლით დაფარული მწვერვალებით, მწვანე მინდვრებით, ჩანჩქერებითა და ცხელი წყაროებით. უზარმაზარ ტერიტორიაზე სხვადასხვა ჯიშის მცენარე შეგხვდებათ. ხუანლუნში ბინადრობს გადაშენების პირას მყოფი მრავალი ცხოველი, მათ შორის გიგანტური პანდა და ოქროსცხვირიანი მაიმუნი.

მთავარი სანახაობა 3.6 კილომეტრზე გადაჭიმული ხეობაა, რომელიც თოვლიანი მწვერვალებითაა გარშემორტმული. ველის გასწვრივ სხვადასხვა ფორმისა და ფერის გუბურებს შეხვდებით. წყალი განსაკუთრებით ლამაზი მაშინაა, როდესაც მზის სხივებზე ლივლივებს. ადგილობრივ ენაზე "Huanglong Valley" - "ყვითელი დრაკონის ხეობას" ნიშნავს.

იუნესკომ ხუანლუნი 1992 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია amusingplanet.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს