ახალციხის ადგილობრივ ტელევიზიასთან ინციდენტი მოხდა

ახალციხის ადგილობრივ ტელევიზიასთან ინციდენტი მოხდა

ახალციხეში ადგილობრივი ტელევიზიის, ტელეკომპანია "მეცხრე არხის" შესასვლელი კარის მინა უცნობმა პირებმა ჩაამსხვრიეს. როგორც ტელევიზიის ჟურნალისტი თაკო ფეიქრიშვილი ამბობს, მინა დაახლოებით 14-15 წლის ორმა ბიჭმა ჩაამტვრია.

ტელევიზიაში მომხდარს დაუდევრობით ხსნიან და ამბობენ, რომ თეატრის მინებს ახალგაზრდები ხშირად ამტვრევენ. ტელევიზიის შემთხვევაში კი ეს მესამე ფაქტი იყო, თუმცა ზარალის ანაზღაურება ამ დრომდე არ მომხდარა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციაც იყო მობილიზებული, საქმის შესწავლა დაწყებულია.

სრული ვერსია

"სამხრეთის კარიბჭე"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა