თელაველ ბოშებს კახელები აბუჩად იგდებენ

თელაველ ბოშებს კახელები აბუჩად იგდებენ

თელავის წყალკანალის ტერიტორიაზე სულ რამდენიმე თვეა, რაც ბოშები დასახლდნენ. როგორც ცნობილია, ბოშების ცხოვრების სტილი მომთაბარეობაა. თელავში ჩასახლებულ ბოშებსაც უჭირთ ერთ ადგილას ცხოვრება, თუმცა ეკონომიური სიდუხჭირის გამო სხვა გზა არ აქვთ. მიიჩნევენ, რომ ერთ ტერიტორიაზე ცხოვრებით უფრო ადვილად გაიტანენ თავს.

ისევე როგორც საქართველოში მყოფი ყველა ბოშისთვის, თელაველი ბოშებისთვისაც ერთ-ერთი აქტუალური პრობლემა რეგისტრაციაა, მათ დამადასტურებელი დოკუმენტები და დაბადების მოწმობები არ აქვთ და არც ინფორმირებულები არიან რეგისტრაციის საჭიროებასა და იმ პროცედურებზე, რომლებიც აუცილებელია მათი არსებობის იურიდიული დაფიქსირებისათვის.

მეორე არანაკლებ აქტუალური პრობლემა საზოგადოებასთან ინტეგრაციაა. როგორც თელაველი ბოშები აღნიშნავენ, მათ ყველა დასცინის ან აბუჩად იგდებს, ისე უყურებენ როგორც ქურდებს და ავაზაკებს. მათ ელემენატარული ყოფითი პრობლემებიც კი არ აქვთ მოგვარებული. "იმის საშუალებაც კი არ გვაქვს რომ ზამთარში ვიბანაოთ. ზაფხულში თუ მოვახერხებთ", - ამბობენ თელაველი ბოშა ქალები.

სრული ვერსია

"კახეთის ხმა"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა